რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყანა სწორი პოზიციით მხარს უჭერს უკრაინას იქ, სადაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება

,,სინამდვილეში საქართველო ომს მხარს არ უჭერს, ხოლო უკრაინელი ხალხის მხარეს ყოველთვის იქნება”,- ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი
უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას, რომელსაც მხარი საქართველომაც დაუჭირა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოველთვის სწორი პოზიცია აქვე.

„ჩვენი ქვეყანა იკავებს ყოველთვის სწორ პოზიციას. რასაკვირველია, ამ სწორი პოზიციით მხარს უჭერს უკრაინას იქ, სადაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება. ეს გადაწყვეტილებაც [რეზოლუციის მხარდაჭერა] სწორედ ამისი დასტურია. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის ევრობიუროკრატები იქნებიან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები, რომლებიც სინამდვილეში უკრაინას კი არ უჭერენ მხარს, ომს უჭერენ მხარს, შემდეგ გამოდიან და საქართველოს აკრიტიკებენ. სინამდვილეში საქართველო ომს მხარს არ უჭერს, ხოლო უკრაინელი ხალხის მხარეს ყოველთვის იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები