ნინო წილოსანი: მაკრონის განცხადება, რომ ის მიესალმება პუტინთან ურთიერთობის დარეგულირებას და თანამშრომლობას არის სრული 180 გრადუსით თავისი პოზიციის შემოტრიალება
,,მაკრონის განცხადება, რომ ის მიესალმება და არ გამორიცხავს პუტინთან ურთიერთობის დარეგულირებას და თანამშრომლობას არის სრული 180 გრადუსით თავისი პოზიციის შემოტრიალება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა, როგორც ჩანს საკუთარ პოზიციები მკვეთრად შეცვალეს.
„ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ახლა დიდი მუხრუჭი აქვს ამოწეული იმ თავისი სიგიჟის ფონზე, როდესაც სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ საომარ დღის წესრიგს. ახლა ვხედავთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რომ უკვე უკან იხევენ საკუთარი განზრახვისგან. ამ შემთხვევაში მაკრონის განცხადებაც, რომ ის მიესალმება და არ გამორიცხავს პუტინთან ურთიერთობის დარეგულირებას და თანამშრომლობას არის სრული 180 გრადუსით თავისი პოზიციის შემოტრიალება. ჩვენ ვხედავდით, რომ რიგი ევროპელი ლიდერები, როგორ ეწინააღმდეგებოდნენ არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას, არამედ ზოგადად, უკრაინაში ომის დასრულების პროცესს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.