რატი იონათამიშვილი – ბორის ჯონსონის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ბორის ჯონსონის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ამ ადამიანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა თავის დროზე სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლაში და იმის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში იმყოფება უკრაინა. დღეს, როდესაც ამბობს, რომ თურმე ნატოში გაწევრიანება ყოველთვის ილუზია იყო უკრაინისთვის და მაშინ პირიქით ამბობდა, რომ დაჩქარებულად უნდა მიეღო ნატოს ან მაშინ იტყუებოდა ან ახლა. და რა თქმა უნდა მაშინ იტყუებოდა პირველ რიგში ეს ადამიანი. დღეს თუ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ტყუილებს, მანიპულაციას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომ უკრაინა გამოეყენებინათ ცალკეულ ბიუროკრატებს თავისი შავბნელი მიზნებისთვის ისე, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ, არც ადარდებდათ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი არც მაშინ და არც ახლა, რა თქმა უნდა ეს უკვე ფაქტებით შეგვიძლია ვთქვათ. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები