ნიკოლოზ სამხარაძე – ბორის ჯონსონის განცხადებაზე: უკრაინა დღეს ცეცხლის ალშია გახვეული, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე – გამოდიხარ და უტიფრად ამბობ, რომ თურმე უკრაინას ნატოში გაწევრიანების შანსი არასდროს ჰქონდა

„უკრაინა დღეს ცეცხლის ალშია გახვეული, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და გამოდიხარ და უტიფრად ამბობ, რომ თურმე უკრაინას ნატოში გაწევრიანების შანსი არასდროს ჰქონდა,“- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ეს ძირს უთხრის ყველანაირ ნდობას, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ ადამიანების მიმართ. ეს არის ტრაგედია. უკრაინა დღეს ცეცხლის ალშია გახვეული, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და დღეს გამოდიხარ და უტიფრად ამბობ, რომ თურმე, უკრაინას ნატოში გაწევრიანების შანსი არასდროს ჰქონდა, მაშინ რატომ ატყუებდნენ უკრაინულ საზოგადოებას? ფაქტობრივად, მათ სიტყვას არანაირი ფასი არ ჰქონია და მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ფარსი, დადგმული სპექტაკლი იყო, თუ ბორის ჯონსონს დავუჯერებთ”, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები