როგორ გაგიმარტივებთ “ლოიალტეს” მომსახურება ინვენტარიზაციის პროცესს

ბიზნესისა თუ ორგანიზაციის ეფექტური მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ინვენტარიზაციაა, რაც გულისხმობს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების დეტალურ აღწერას და პროგრამულ მონაცემებთან შედარებას, რის შედეგადაც დგინდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობა. 

გამართული ინვენტარიზაცია გეხმარებათ უზრუნველყოთ ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე, ოპერაციული ეფექტურობა და რეგულაციებთან შესაბამისობა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2023 წლიდან მარაგების ნაშთებისა და ძირითადი საშუალებების ზუსტი აღწერა და დეკლარირება სავალდებულო გახდა, ინვენტარიზაციის პროცესის აუთსორსი თქვენს მცირე, საშუალო, თუ მსხვილ ბიზნესს პოტენციური ჯარიმებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. 

ბუღალტრული სერვისის აუთსორსინგი შეგიძლიათ განიხილოთ იმ შემთხვევებშიც, როცა თქვენი ბიზნესი ფართოვდება და ქონებისა და აქტივების ზუსტი აღრიცხვა და დოკუმენტაცია დიდ შიდა რესურსს მოითხოვს, როცა გაქვთ გონივრული ეჭვი, რომ ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტრული ჩანაწერებისგან, ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სანდო და ზუსტი მონაცემები გჭირდებათ. 

რას გთავაზობთ “ლოიალტე”

“ლოიალტე” აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც კლიენტებს ბიზნესის შექმნასთან, ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში ვეხმარებით. ჩვენი პროფესიონალების გუნდი მზადაა, თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება კეთილსინდისიერებითა და მაღალი სანდოობის დაცვით გაგიწიოთ. 

“ლოიალტე” ერთადერთი ქართული ბრენდია ამ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 2001:2015 ხარისხის სერტიფიკატს, რაც მომსახურების მაღალ ხარისხსა და მართვის სისტემების გლობალურ აღიარებაზე მეტყველებს. მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უზბეკეთში, ასევე ადგილობრივი ბაზრის ცოდნა გვეხმარება თქვენი მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის, სტარტაპის, არასამთავრობო თუ საჯარო ორგანიზაციის გამოწვევების საპასუხოდ ეფექტური და თანმიმდევრული გადაწყვეტები შემოგთავაზოთ. 

ლოიალტე ბუღალტრული სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის ინვენტარიზაციას გთავაზობთ, რათა თქვენი კომპანიის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ზუსტი ნაშთის შესახებ ინფორმაციას მიიღოთ. ჩვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ რეგულაციებთან შესაბამისობას და დეკლარაციების მაქსიმალურ სიზუსტეს და სწორად წარმართავთ აუდიტის პროცესებს. პროცესებისა და რესურსების ოპტიმიზაცია კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ თავდაჯერებას მოგცემთ. 

რატომ არის ბუღალტრული სერვისების აუთსორსინგი ოპტიმალური? 

ბუღალტრული სერვისების და ინვენტარიზაციის აუთსორსინგის უპირატესობაში ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი დაგარწმუნებთ, რადგან აუთსორსინგი რესურსების ოპტიმიზაციასა პასუხისმგებლობების განაწილებაში გეხმარებათ. 

ხარჯთეფექტურობა: ინვენტარიზაციის თუ სხვა ბუღალტრული პროცესების გასამართად გუნდის დაქირავება ისეთ ხარჯებთანაა ასოცირებული, როგორიცაა თანამშრომლების რეკრუტინგი, კვალიფიკაციის ამაღლება, შრომითი ხელშეკრულების ვალდებულებები, საოფისე ინვენტარი და პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთანავე, ინვენტარიზაციის საჭიროება, შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული სიხშირით დადგეს. სერვისების აუთსორსინგი ფიქსირებული, ყოველთვიური ხარჯების ნაცვლად, კონკრეტული სერვისების დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიღების საშუალებას გაძლევთ. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აუთსორსინგის ხარჯთეფექტურობას თავის ანალიზში Growthforce-იც ამტკიცებს. 

პროდუქტიულობა: ინვენტარიზაციის აუთსორსინგი ბიზნესებს რუტინული და დროში გაწელილი პროცესების განხორციელების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. შედეგად, კომპანიები მეტი რესურსსა და დროს განვითარებასა და სტრატეგიულ საქმიანობას უთმობენ. პასუხისმგებლობების აუთსორსინგ კომპანიასთან განაწილება ასევე გიცავთ პოტენციური ზარალისა თუ სანქციებისგან. 

კომპეტენცია და ტექნოლოგიური უპირატესობები – ჩვენს კვალიფიციურ გუნდს ბუღალტრულ საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაზედაც მეტყველებს მუშაობის დროული, ზუსტი და ყოვლისმომცველი მიდგომა. ჩვენ ვეცნობით რეგულაციების მოთხოვნებს და საუკეთესო პრაქტიკულს გამოცდილებებს, რაც ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენციაში გვეხმარება. ინოვაციები და მეთოდოლოგიის ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი პრიორიტეტია – თქვენს კომპანიას საშუალება აქვს ღრუბლოვან პლათფორმებსა და ავტომატიზებულ სისტემებთან წვდომით ისარგებლოს, რაც თქვენს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. 

“ლოიალტესთან” თანამშრომლობა

ჩვენი თანამშრომლობა მკაფიო და ყოვლისმომცველი სტრუქტურით მიმდინარეობს, რათა დასახულ მიზნებს თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის შეუფერხებლად მივაღწიოთ. პირველ რიგში, საწყისი კონსულტაციები გვეხმარება თქვენი ბიზნესის სპეციფიკისა და კონკრეტული საჭიროებების, გამოწვევებისა და ამოცანების იდენტიფიცირებაში. განსახორციელებელი სამუშაოს დეტალური შეფასების შემდეგ, გამოვავლენთ შეუსაბამობებს და დამკვეთს დანაკლისების და ზედმეტობების შესახებ ინფორმაციას გაგიზიარებთ. საბოლოოდ კი მომზადდება დეტალური ანგარიში და დასკვნა, რომელიც წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს პროცესების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. 

ინვენტარიზაციის პროცესის დასაწყებად ფორმირდება ჯგუფი, რომელიც შედგება “ლოიალტესა” და დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლებისგან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გუნდი მოამზადებს ქონების/მარაგების სიას, რომელშიც აღირიცხება ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა და ფაქტობრივ რაოდენობებს საბუღალტრო მონაცემებს შეადარებს. შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, განსხვავებული მონაცემები შეჯერდება და კომპანიის ბალანსზე დავაჯგუფებთ და დავასურათებთ ძირითად საშუალებებს. 

თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ მოვაწესრიგებთ ინვენტარიზაციის დოკუმენტებს და მათ რეგულაციებთან შესაბამისობას უზრუნველვყოფთ. ხოლო ანგარიში, რომელსაც ინვენტარიზაციის შედეგად მიიღებთ, აღრიცხული მონაცემების გარდა, მართვის სისტემების გაუმჯობესებისთვის ქმედით რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. “ლოიალტეს” გუნდი მუდმივად დაგიჭერთ მხარს საჭიროების შემთხვევაში და თქვენზე მორგებული განრიგისა და ფორმატის დაცვით უზრუნველყოფს პერიოდულ ინვენტარიზაციას. ლოიალტესთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბუღალტრული სერვისით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. 

გამარტივებული პროცესები და ხანგრძლივი პარტნიორობა

ინვენტარიზაციის განსახორციელებლად “ლოიალტესთან” თანამშრომლობა შესაძლოა ის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყოს, რომელიც თქვენს კომპანიას გაფართოებისა და განვითარებისკენ უბიძგებს. ჩვენი პროფესიონალური და დაზღვეული მომსახურება მოგცემთ საშუალებას, ენერგია და ფოკუსი დაუთმოთ იმას, რასაც წარმატებით აკეთებთ. თქვენი სტარტაპის, ან მცირე ბიზნესის შეზღუდული რესურსების ეფექტურად და ოპტიმალურად გამოყენება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აირიდოთ კომპლექსურ რეგულაციებთან შეუთავსებლობის რისკები. 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები