დავით მათიკაშვილი: „იგლ ჰილსის“ ინვესტიციით „არაბიზაცია“ არ მოხდება – ქართველი ხალხისთვის უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის განხორციელების შედეგად „არაბიზაცია“ არ მოხდება.

„ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის განსაზორციელებელ უპრეცედენტო ინვესტიციას საიდან არ მოუარეს და რა არ მოიმოქმედეს, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტიც ჩართეს და ერთმანეთს მიაბეს პრემიერ-მინისტრისა და ვიღაც ქალბატონის განცხადება, რომელიც მაღალი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის შედეგია. ისეთ თემებზე საუბრობენ, რომელიც არც ინვესტორთან არის დაკავშირებული, არც ქართულ სახელმწიფოსთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტყუილს აღარ კადრულობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა შეაფერხონ. დღეს კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოწინააღმდეგეთა სურვილს, რომ ქვეყანა წინ არ წავიდეს.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „არაბიზაცია“ არ მოხდება და ქართველი ხალხისთვის უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდება, რომლის შედეგიც უზარმაზარი იქნება, რაც ქვეყნის მტრებს არ აწყობთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები