დავით მათიკაშვილი: პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო
,,კაია კალასმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხოს და გაარკვიოს, რა მოხდა. ქართველმა ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, ვინც სურდა. შესაბამისად, ქართველ ხალხს ვინმე თუ სცემს პატივს, პირველ რიგში, იმ ხელისუფლების მიმართ უნდა გამოხატოს პატივისცემა, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსთან მიმართებით რა ინტერესი ჰქონდა ბრიუსელის ევროჩინოსნებს, რომლებიც არაფორმალური მმართველობის ქვეშ არიან, კარგად ჩანს იგივე დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებით.
„ქართველი ხალხი ამ ყველაფერს აღარ იჯერებს, რადგან სიმართლე აბსოლუტურად სხვაგანაა. რაც შეეხება ბრიუსელს, ბრიუსელის ინტერესები მათ საწინააღმდეგოდ რომ რეალიზდება, ეს კარგად ჩანს ევროკავშირის ეკონომიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით. ბრიუსელში საპროტესტო აქციები იმართება და ფერმერების ნასროლი კარტოფილები მთელმა მსოფლიომ იხილა. კარგი იქნება, კაია კალასი თუ უპასუხებს კითხვებს, რატომ აქვთ პროტესტი, პასუხი გასცეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა სურვილიცაა ევროკავშირში გაერთიანება. დიდ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსთან მიმართებით რა ინტერესი ჰქონდა ბრიუსელის ევროჩინოსნებს, რომლებიც არაფორმალური მმართველობის ქვეშ არიან, კარგად ჩანს იგივე დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებით, თუ როგორი წაქეზება იყო. ომში ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ჯარისკაცი არ იბრძოდა, ყველაფერი უკრაინელებს შეატოვეს. ეს ყველაფერი როგორ დასრულდა, კარგად ჩანს. საქართველოსთან მიმართებით ანალოგი რომ გავაკეთოთ, გადარჩენილები ვართ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა. მიზეზია ის, რომ პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.