ლევან მახაშვილი – უკრაინის შესახებ გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: საკუთარი რისკის ფასად, ჩვენ მაინც გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ყველანაირი კრიტიკა, საქართველოსთან დაკავშირებით, არის მორალური თუ სხვა გადმოსახედიდან მიუღებელი

“საკუთარი რისკის ფასად, ჩვენ მაინც გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ყველანაირი კრიტიკა, საქართველოსთან დაკავშირებით, არის მორალური თუ სხვა გადმოსახედიდან მიუღებელი,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

“ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. აქ ჩვენთვის რაც მიუღებელია, ეს არის საქართველოს დამუნათება მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს აქვთ მანევრირების სრული სივრცე მიცემული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევის მიუხედავად, რომელიც ქვეყანას უდგას ოკუპაციის, უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით, საკუთარი რისკის ფასად, ჩვენ მაინც გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ყველანაირი კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, არის არა უბრალოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ეს არის მორალური თუ სხვა გადმოსახედიდან მიუღებელი. არ შეიძლება ერთი და იგივე თემატიკაზე ერთ ქვეყანას ამუნათებდე და მეორე ქვეყანას სრულ სივრცეს აძლევდე,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 73-მა თავი შეიკავა, მათ შორის, სომხეთმა. აზერბაიჯანმა კი პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები