მაია ფანჯიკიძე ესტონეთის პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ესტონეთის პარლამენტის, რიიგიკოგუს, დელეგაციას უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი და საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დეპუტატები საქართველოში ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის კალე პალინგის ხელმძღვანელობით იმყოფებიან.
„ესტონეთი საქართველოს მეგობარია და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ყველაფერი რაც აფხაზეთში ხდება, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ანექსიად შეფასდეს “ ,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ კალე პალინგმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები