რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი შვილია

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ სინგერ რაინერის მკვლელობის საქმეზე მათი ვაჟი, ნიკ რაინერია დაკავებული და ბრალდებულია მშობლების სავარაუდო მკვლელობაში,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ 32 წლის ნიკ რაინერი დააკავეს და ის გირაოს გარეშე წინასწარი პატიმრობაში იმყოფება.

ანონიმურმა წყაროებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ გარდაცვლილი წყვილი მათმა ქალიშვილმა, 28 წლის რომიმ საკუთარ სახლში, დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით იპოვა.

პოლიციის ცნობით, ნიკ რაინერი რამდენიმე საათის შემდეგ, კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:15 საათზე დააკავეს.

გამოძიება კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები