ლევან ნიკოლეიშვილი: აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2015 წლიდანაა ლეგალიზებული და ეს საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს მთავარ რეალობას: დასავლურ დემოკრატიაში განსხვავებული აზრი დასაშვებია მხოლოდ მანამდე, სანამ ის სისტემის მიერ დაწესებულ იდეოლოგიურ ჩარჩოს არ სცდება
,,ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უარყო კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის, კიმ დევისის, სააპელაციო საჩივარი. მოსამართლე, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების ლიცენზიის გაცემაზე უარი თქვა, იძულებულია გადაიხადოს 360 000 აშშ დოლარი ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატების ხარჯების სახით”,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,მიზეზი მარტივია: მან გაბედა და საკუთარი რელიგიური მრწამსი კანონზე მაღლა არ დააყენა. დასავლური „ტოლერანტობის“ პირობებში ეს მიუღებელია და დასჯადიც.
აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2015 წლიდანაა ლეგალიზებული და ეს საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს მთავარ რეალობას: დასავლურ დემოკრატიაში განსხვავებული აზრი დასაშვებია მხოლოდ მანამდე, სანამ ის სისტემის მიერ დაწესებულ იდეოლოგიურ ჩარჩოს არ სცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში — ჯარიმა, სანქცია და საჯარო გაკიცხვა. თავისუფლება კი მხოლოდ მათთვის, ვინც „სწორად“ ფიქრობს.
ზუსტად ამავე ლოგიკით მოქმედებს ევროკავშირის ახალი სტრატეგიაც, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას ფაქტობრივად სავალდებულო მოთხოვნად აქცევს არა მხოლოდ წევრი, არამედ კანდიდატი ქვეყნებისთვისაც. არჩევანი მარტივია: ან მიიღებ ჩვენს ღირებულებებს უპირობოდ, ან დასავლური ოჯახის კარს მიღმა დარჩები.
ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ამავე პროცესების ფონზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების სამართლებრივი აღიარება განხორციელდა უკრაინაშიც — ქვეყანაში, რომელიც პარალელურად საკუთარი ტერიტორიების ოფიციალურად დათმობის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ერთი მხრივ „პროგრესული რეფორმები“, მეორე მხრივ დაკარგული მიწები. სამაგიეროდ, ღირებულებები დაცულია — ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენთუზიაზმით აფრიალებენ ევროკავშირის, აშშ-ისა, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებს, მხრებზე და წელზე იხვევენ და სოციალურ ქსელებში დასავლურ ლოზუნგებს აზიარებენ — აცნობიერებენ თუ არა, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა რეალურად? მზად არიან თუ არა, საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია მიიღონ „ევროპული მომავლის“ სავალდებულო ფასად?”,- წერს ნიკოლეიშვილი.