ზაზა შათირიშვილი: შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები – ევროპული და ამერიკული “დიპ სტეიტი”; არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ, 10-15 ოლიგარქიული ოჯახი ასეულობით წლებია – ერთად მოქმედებს, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა
“USAID-ი, NED-ი, ჯორჯ სოროსი, სპეცსამსახურები, შუა რგოლის მენეჯერები – როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ (არაფორმალუროლიგარქიულ მმართველობას) უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულელი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუა რგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან”, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის თქმით, არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქია და ოლიგარქები არ არსებობენ და ეს შემოგდებული თემაა.
“მათ უკან კი სწორედ 10/15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას, უხეშად რომ ვთქვათ – აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები – ევროპული და ამერიკული “დიპ სტეიტი”, თითქოს, აშშ-ში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერიც ტყუილია – არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემ მიერ ხსენებული 10/15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ”, – ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.