აშშ-ში საქართველოს საელჩო: აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე მიწვევასთან და პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისალოც ბარათთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა.

„თეთრი სახლი სტუმრებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შემუშავებული თემატიკით – „სახლი არის იქ, სადაც შენი გულია“ დახვდათ მორთული. წლევანდელი დეკორაციები ამერიკის სულისკვეთებას განასახიერებს და ხაზს ოჯახურ ღირებულებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ საქმიანობას უსვამს, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურება.

ღონისძიება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები