“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ისრაელის ერთ-ერთი პარლამენტარისგან, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა. ის ამბობს, რომ ქნესეთში იურიდიულმა განყოფილებამ უთხრა, რომ სასურველია, არ წავიდეს საქართველოში”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, იციკ მოშემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დელეგაციის წევრების ნახევარი საქართველოშია უკვე, ბიზნესფორუმი და ისრაელის კვირეული ტარდება.
“მჯერა საქართველოს უსაფრთხოების. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოში ყველაზე კარგი სიტუაციაა. ბიზნესფორუმის და ისრაელის კვირეულის ჩატარება საქართველოში ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არაფერი დაზიანდება“, – აღნიშნა იციკ მოშემ.
“გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა” დაბარებულმა იციკ მოშემ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კონკრეტული და სერიოზული წყარო ვერ დაასახელა” – განაცხადეს სუს-ში.