„ის არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისთანაც თანამშრომლობს გერმანიის ელჩი, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ შეთქმულებისა, რაც საქართველოს წინააღმდეგ არის დაგეგმილი” – ვოლსკი

“ადამიანები შეიყვანეს დანაშაულების სივრცეში, სხვა გზა არ დაუტოვეს, პროფესიად უქციეს რევოლუციონერობა, ექსტრემიზმი და დღეს დგანან იმ რეალობის წინაშე, რომ კანონმა პასუხი გასცა ყველას და ყველაფერს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩის ქმედებაზე საუბრისას განაცხადა.

„ის არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისთანაც თანამშრომლობს გერმანიის ელჩი, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ შეთქმულებისა, რაც საქართველოს წინააღმდეგ არის დაგეგმილი“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინფორმაციით, საფრანგეთმა და გერმანიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“-ს აღმასრულებელ დირექტორ ლელა ცისკარიშვილს ჯილდო გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები