ელისო ჩაფიძე: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების 60-70% შესრულებულია
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების 60-70% შესრულებულია – ასეთ შეფასებას აძლევს უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე „ქართული ოცნების“ ორწლიან მუშაობას.
უმრავლესობის დეპუტატი ყველაზე წარმატებულად ჯანდაცვისა და განათლების სფეროს რეფორმებს ასახელებს.
„ორი წლის განმავლობაში წინასაარჩევნო დაპირებების 60-70 პროცენტის შესრულება მოვახერხეთ. ვგგულისხმობ იმას, რომ ჯანდაცვის სფეროში გატარდა უპრეცედენტო რეფორმა, ისევე როგორც განათლების სფეროში. ჩვენს მთავარ გამოწვევად, მომავალი ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური პრობლემების, სოციალური პრობლემების მოგვარება რჩება, რაც საკმაოდ რთულია“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს