დავით ქართველიშვილი: უკრაინაში ერთმანეთს დაეტაკა შურისძიების ორი ფორმა: დასავლეთის შურისძიება ყოფილ საბჭოთა კავშირზე – გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ყოფილი საბჭოთა კავშირის შურისძიება დასავლეთზე – მისი დაშლის გამო

„ევროპა ღალატობს უკრაინას, როდესაც არწმუნებს მას, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია,” – The Telegraph-ში ამ შინაარსით გამოქვეყნებულ სტატიას იშველიებს სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა გარემოებაზე, რამაც უკრაინაში შექმნილი ვითარება განაპირობა.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ უკრაინას უღალატა როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა ძალამ, რომელიც უცხოელ კურატორზე იყო დამოკიდებული, ასევე თავად უცხოელმა მმართველმა, ევროპული ბიუროკრატიის სახით.

„ევროპა ღალატობს უკრაინას, როდესაც არწმუნებს მას, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია,” – ამას ჩვენ კი არა, წერს The Telegraph. როცა, თუნდაც, ერთი ცალკეული ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი წლების განმავლობაში ცხოვრობს საკუთარი ილუზიებით, უცხო კურატორების დაპირებებით ან იდეოლოგიური ბუშტივით გაბერილი წარმოდგენებით, რეალობა მაინც ადგება მის კარს და როგორც წესი, ძალიან მტკივნეულად. გამოფხიზლება ხდება მაშინ, როცა: მოკავშირეების დაპირებები აღარ მუშაობს, გარე სამყარო შენს გარეშე ცვლის წესებს, შიდა რესურსები ამოწურულია, შერჩეული პოლიტიკური ფსონი დამარცხებულია და კიდევ მაშინ, როდესაც ფრონტზე, შენივე ქვეყნის დამსჯელი რაზმები ანადგურებენ ტყვედ ჩავარდნის მსურველებს. კიდევ მაშინ, როდესაც ტყვედ ჩავარდნის მსურველები ანადგურებენ საკუთარი ბატალიონის მეთაურს, რომელიც ამას ეწინააღმდეგება.

ეს აღარ არის სულიერი გამოფხიზლება. ეს არის დაუნდობელ ფაქტებთან შუბლით დაჯახება და საკუთარი დაუცველობის გაცნობიერება. გამოფხიზლება იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხედავს, რომ მას უბრალოდ ინსტრუმენტად იყენებდნენ; რომ მის ინტერესებს რეალურად არავინ იცავდა; რომ ის იყო სხვის თამაშში გაცვლადი მონეტა.

გამოფხიზლება იწყება მაშინ, როცა„ „ომის პარტიის” რეიტინგი ფსკერამდე ეცემა; სამხედრო, ფინანსური ან პოლიტიკური რესურსი ქრება; შენი მხარდამჭერთა კოალიცია ინგრევა. აი მაშინ ადამიანი აცნობიერებს, რომ მის ზურგს უკან აღარავინ რჩება, მათ შორის არც უფალი, რომელთან ბრძოლისთვის მოიცალე ომის მთელი მიმდინარეობის პარალელურად…

მაშინ იწყება გამოფხიზლება, და მასთან ერთად გეწვევა „მოულოდნელი სიბრძნე”. გამოფხიზლება არაა გვირაბის ბოლოს სინათლე, არამედ დამწვარი ილუზიების ნაპერწკალი, რომელსაც ვეღარ გაექცევი. ადამიანი რეალობას მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როცა მისი მოტყუება აშკარა ხდება, მისი მხარდაჭერა სრულდება და შეცდომების ფასის გადახდა პირადად მას უწევს.

უკრაინაში ერთმანეთს დაეტაკა შურისძიების ორი ფორმა: დასავლეთის შურისძიება ყოფილ საბჭოთა კავშირზე – გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ყოფილი საბჭოთა კავშირის შურისძიება დასავლეთზე – მისი დაშლის გამო. ამ დაპირისპირებაში „გამარჯვებული” არ არსებობს და ის სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები