“ზღვარს გადასულია აგრესიით გამსჭვალული დამოკიდებულება, რომელიც ევროჩინოსნებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართ ჰქონდათ” – დავით მათიკაშვილი
“სამწუხაროდ, უპატივცემულოა, ზღვარს გადასულია აგრესიით გამსჭვალული დამოკიდებულება, რომელიც ევროჩინოსნებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართ ჰქონდათ. კიდევ ერთხელ შიშვლდება ევროკავშირის პოლიტიკა, როდესაც ხდება შეერთებული შტატებიდან მითითება ევროკავშირისადმი იმაზე, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, სახელმწიფოები ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ და პატივს უნდა სცემდნენ ქვეყნების სუვერენიტეტს.
“თუმცა, ერთია სიტყვაზე ნათქვამი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი კალასის მხრიდან, მაგრამ საქმეზე აბსოლუტურად სხვა რამეს ვაწყდებით, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას არაფრად აგდებენ ევროჩინოვნიკები და ისევ ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. თუმცა, შეერთებულ შტატებთან მიმართებით, აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის მოკავშირეობის პრინციპი,” – ამბობს მათიკაშვილი.