ზურაბ აბაშიძე: რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები ჩარტერულზე გაცილებით უკეთესია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები ჩარტერულზე გაცილებით უკეთესია. ამ განცხადებით აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ მაჭავარიანს გამოეხმაურა, რომელმაც ქართულ ავიაბაზარზე რუსული „აეროფლოტის“ შემოსვლა გააპროტესტა.
„თუ არ იყო საჭირო რუსეთის მიმართულებით ფრენა, მაშინ არ უნდა დაგვეწყო ეს ჩარტერული რეისები 2009 წლიდან წინა ხელისუფლების დროს და ვივლიდით ფეხით, ვისაც დასჭირდებოდა. რა საჭირო იყო?! მაგრამ როგორც ჩანს მაინც არის საჭირო 21-ე საუკუნეში ავიამიმოსვლა. ამიტომ ეხლა შეთანხმება ასეთია, რომ ჩარტერული რეისების მაგივრად იფრენს რეგულარული რეისები, და 7 რეისის ნაცვლად თითო მხრიდან იქნება მეტი. ადამიანის ბუნება ასეთია, რასაც თვითონ ვერ გააკეთებს მერე სწყინს, რომ სხვა აკეთებს და იმას აბრალებს ხოლმე შენს შეცდომებს და გაცილებით კიდევ მეტს, ვიდრე შეცდომას. მე მგონი ამ შემთხევავშიც ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ბაზარზე რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” შემოსვლას და ქვეყნებს შორის რეგულარული ავია მიმოსვლის დაწყებას აპროტესტებს. როგორც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, “აეროფლოტის” საქართველოში შემოსვლა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს უკავშირდება.
მაჭავარინის შეფასებით, რუსული ავიაკომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს ინტერესებს სერიოზულად დააზიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები