27 ოქტომბერი
09:30
„რედისონში“ ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ პრეზენტაციას, თემაზე: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი – ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები“ გამართავს. საკონტაქტო პირი: მარიამ ხურციძე 555 711 228
10:00
NEW
დევნილთა და განსახლების სამინისტროში, თავშესაფრის საკითხების ახალი მიმღები ცენტრი გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი დაესწრებიან. მისამართი: თამარაშვილის ქ. N15ა
10:30
NEW
“ქორთიარდ მერიოტში” შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით, ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება, რომელიშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
11:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტამბოლის აია სოფიას ტაძრის რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სემინარი და გამოფენა გაიმართება.
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107 (ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)