“ვინც „ნაციონალური მოძრაობის”აქციაზე მივა, თავისთავად ლუსტრირებული იქნება“

  ის, რომ„ნაციონალური მოძრაობა” ხმის ამოღებას ბედავს, აქციებს აწყობს და ვიღაცის მიმართ პრეტენზიებს აცხადებს, სახელმწიფოსათვის შეურაცხმყოფელი მდგომარეობაა-ასე გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბრისთვის აქციის დაანონსების ფაქტს.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, ვინც 15 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის”აქციაზე მივა, თავისთავად ლუსტრირებული იქნება.
„წარმოუდგენელი თავხედობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციას იმასთან დაკავშირებით აწყობს, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ანექსია არ უნდა ხდებოდეს. მე დიდი ხანია, „ნაციონალებს”არაფერზე პასუხისმგებლობას აღარ ვთხოვ, პასუხისმგებლობა ახლა, „ქართულ ოცნებაზეა” გადასული, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს არ იძიებს. გამოძიება, დარწმუნებული ვარ, მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომყველაფერი მოხდა მიზანმიმართულად, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ ჩადენილიღალატი სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები