ბოჟაძე – BBC-ის ფილმზე: რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები, ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან – გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს

“რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები, ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან – გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

კერძოდ, BBC-ის ფილმს ეხმაურება.

„იმ გამოხმაურებების ფონზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო კარგად დაფინანსებული, ორგანიზებული და სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები. გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობს და მათ შორის უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით – რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

პარალელურად, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები