“15 ნოემბერს დაგეგმილი აქციით “ნაცებს“ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევა უნდათ“
დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ჯუბერ კირვალიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბრისთვის აქციის დაანონსებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სიტუაციის არევას გეგმავს. კირვალიძის მტკიცებით, პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ 15 ნოემბერს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას აპირებენ, მხოლოდ საბაბია.
“ნაცმოძრაობა” 15 ნოემბერს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას აპირებს! “ნაცების” ამ აქციას სხვა დანიშნულება აქვს – ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევა უნდათ!
ისმის კითხვა, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ მიიყვანა ვითარება საქართველოში ჯერ ოკუპაციამდე, ახლა კი ანექსიამდე?! ყველას გახსოვთ, რომ 1993 წლის აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ, აგრესორი რუსეთისათვის “სამშვიდობო ფორმატის” მინიჭება შანსს გვიტოვებდა (მიუხედავად მრავალი კითხვისა, ამ “სამშვიდობო ფორმატმა” ქვეყნის გამთლიანების შანსი დაგვიტოვა!), რომ მომავალში საქართველოს გავამთლიანებდით, რადგანაც ამ ფორმატის თანახმად რუსეთი ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!!! ხოლო, 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ, როცა ნაცმოძრაობის” ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი წამოეგო ოსურ–რუსულ პროვოკაციებს და დაარღვია ეს “სამშვიდობო ფორმატი” (რასაც “ომის დაწყებად” გვითვლის ზოგიერთი, მტერი თუ მოყვარე!), რაც გამოიხატა იმაში, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის სიღრმეში (ცხინვალისკენ), სადაც ამ ფორმატით გათვალისწინებული განსაზღვრული რაოდენობის ქართულ–რუსულ–ოსური სამშვიდობო ცისფერჩაფხუტიანი ბატალიონები იმყოფებოდნენ, სააკაშვილმა დამატებით შეიყვანა სამხედრო შენაერთები და ამით რუსეთს კარტბლანში მისცა ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად საქართველოს წინააღმდეგ (როგორც “სამშვიდობო ფორმატის” დამრღვევის შესაჩერებლად!)!.. რასაც საბოლოოდ მოჰყვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის “დამოუკიდებლობის აღიარება” რუსეთის მიერ – 2008 წლის 26 აგვისტოს!!!
დიახ, სწორედ “ნაცებმა” და მათმა ავანტიურისტმა ლიდერმა ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს საქართველო, როცა საკუთარი უგუნურებით თუ გამიზნული ქმედებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი ნულამდე დაიყვანეს! ახლა კი ბედავენ, რომ საკუთარი საბედისწერო შეცდომები და დანაშაული ამჟამინდელ ხელისუფლებას გადააბრალონ, ან “აკიდონ”!.. ყოველივე ამისთვის, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და მოეკითხებათ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე! “ნაცებს”, ვერანაირი ფარისევლური “საპროტესტო აქციები” ვერ უშველით და ვეღარ მოატყუებენ ქართველ ხალხს!!!“-წერს კირვალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.