გლდანის გამგეობის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შესრულებული საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ წარუდგინა.
მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 105 275 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 34 მისამართზე მოეწყო-რეაბილიტირდა; რაიონს 5 მრავალფუნქციური სკვერი და 5 მცირე ზომის მოსასვენებელი სივრცე შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 86 მისამართზე ჩატარდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 8 მისამართზე დასრულდა; 40 მისამართზე ჩატარდა სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დელეგირებული უფლებამოსილებით, 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 34 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა – რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის ორ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 207 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 49 მისამართზე შეიცვალა; 64 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 42 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 14 ღონისძიება ჩაატარა.
ანგარიშის პრეზენტაციას, ასევე საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.