“მიუხედავად საერთო უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანია, მოწყვლადმა ჯგუფებმა პერიოდულად აკონტროლონ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია” – ბიძინა კულუმბეგოვი

“გაცნობებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, თბილისის ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა”, – ამის შესახებ ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, მოხსნილია შეზღუდვებზე სამედიცინო რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის გარეთ აქტივობები რისკს არ წარმოადგენს.

“განსაკუთრებული სიფრთხილე მოწყვლადი ჯგუფებისთვის –
მიუხედავად საერთო უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლადმა ჯგუფებმა პერიოდულად აკონტროლონ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია. ეს ჯგუფებია:

• ასთმის მქონე პირები
• ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდი) მქონე პირები
• ორსულები
• ბავშვები

რეკომენდაცია: თუ მიეკუთვნებით მოწყვლად ჯგუფს, გირჩევთ, რეგულარულად გადაამოწმოთ ჰაერის ხარისხის ოფიციალური წყაროები, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები”, – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები