გივი მიქანაძე: გამოწვევის საპასუხო ნაბიჯი იქნება, რომ გაძლიერდეს ფუნდამენტური საგნების სწავლება, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენის სწავლება იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული

გამოწვევის საპასუხო ნაბიჯი, პირველ რიგში, იქნება ის, რომ გაძლიერდეს ფუნდამენტური საგნების სწავლება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება, სახელმწიფო ენაზე გაკეთდეს განსაკუთრებული პრიორიტეტი, მისი სწავლება უნდა იყოს კიდევ უფრო მაქსიმალურად გაძლიერებული. სასწავლო პროგრამა დღესაც მოიცავს იმ საგნებს, რაზეც ჩვენ აქცენტი გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ის დაფარვა, რომელიც ფუნდამენტურ საგნებთან არის დაკავშირებული და ფუნდამენტურ საგნებში პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ჰუმანიტარულ საგნებს, რაზეც აქცენტი მქონდა და არანაკლებ გულისხმობ იმ საგნებს, რომელიც სტენ მიმართულების საგნებია, ე.წ. სტენ მიმართულების საგნები, რაც მოიცავს ზუსტად საბუნებისმეტყველო საგნებს, ეს არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ეს ის დეფიციტური მიმართულებებია, რაზეც მთელი ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები