რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომის დაწყებას, რასაც რუსული მხარე რეგულარულად იმეორებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ევროპა მოულოდნელად დაიწყებს ომს, რუსეთი ახლაც მზადყოფნაშია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ომს; ეს ასჯერ მითქვამს. მაგრამ თუ ევროპა მოულოდნელად მოისურვებს ჩვენთან ბრძოლას, ჩვენ ახლავე მზად ვართ. არანაირი ეჭვები არ შეიძლება იყოს ამაში“, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის ლიდერმა.