ოპოზიციური აქციების მონაწილე გიორგი რომელაშვილი: იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს, რომ ქვებიც კი კოროზირდა, ფოთლებმა ფერი იცვალეს
ოპოზიციური აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ აცხადებს, რომ “დარბევის დღიდან ფოთლებიც კი სხვა შეფერილობის იყო”.
„დარბევის მეორე დღესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ფოთლები სხვა შეფერილობით იყო. იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ქვებიც კი კოროზირდა“- აცხადებს გიორგი რომელაშვილი.
რომელაშვილის განცხადება BBC-ის იმ სტატიას მოყვა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.