დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა.
იერუსალიმის პატრიარქმა მინისტრ დავით სონღულაშვილს საპატრიარქოს სიწმინდეები დაათვალიერებინა.
მინისტრმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
შეხვედრის დასასრულს, იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.