ხობში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყო პოლიციაც.
არსებული ინფორმაციით, კაცი მარტო ცხოვრობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლითაა დაწყებული.