ნანა ჟორჟოლიანი: ფონდიდან 480 000 ლარის (2 400 000 ერთეული) პირბადე შევიძინეთ

ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად პირბადეების შეძენას ასახელებს.

მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარჯა, რაც, დაახლოებით, 2 მილიონ 400 ათას პირბადეს უდრის.

“ნანუკას ფონდის დაყადაღების მთავარი მიზეზი პირბადეების შეძენაა.

600 ათას ლარამდე დაიხარჯა თავდაცვის საშუალებებში და აქედან 80% პირბადეების ხარჯი იყო.

ათი ათასობით პირბადე დავარიგეთ და წარმოიდგინეთ, ასე რომ არ მომხდარიყო.

როგორ უნდა მითხრას მბრალმდებელმა რომ არასაჭირო ხარჯი იყო, როცა პირდაპირი გაგებით გვწამლავდნენ“- წერს ნანა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები