თეთრიწყაროელმა სპორტსმენებმა აჭარის თასის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს
თეთრიწყაროელი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა ქართული ჭიდაობის აჭარის თასის საერთაშორისო ტურნირზე.
28-29 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო ტურნირი. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად, ტურნირზე მონაწილეობას იღებდა ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი.
„აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლიდან მხოლოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას, სადაც დიდი წარმატებით და ღირსეულად იასპარეზეს ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა:
66 კგ – წონითი კატეგორია
ბაჩო გიგანი – პირველი ადგილი;
73 კგ – წონითი კატეგორია
ბესი სამსიანი – პირველი ადგილი;
+81 კგ – წონითი კატეგორია
საბა სამსიანი – მესამე ადგილი;
ასევე გუნდურ ჩათვლაში დაიკავეს პირველი ადგილი
მწვრთნელები: დილარ სამიანი, გეგი თამლიანი.
ვულოცავთ ამ ღირსეულ წარმატებას ჩვენს სპორტსმენებს და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ჩემპიონატებზე!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.