3-7 დეკემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდონარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 3 დეკემბრის 09:00სთ-დან 7 დეკემბრის 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.