„ქართველები რა გამძლე ხალხი ვყოფილვართ – რითაც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ თუ გვაბრაზებს“ – რაქვიაშვილი
“ის, რითაც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ თუ გვაბრაზებს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს.
ის „ბიბისის“ პუბლიკაციას ეხმაურება.
„ისე, ქართველები რა გამძლე ხალხი ვყოფილვართ. ის, რითაც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ თუ გვაბრაზებს“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“.
საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.