“ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე”- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა

3 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“.

 

ღონისძიება ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩატარდება:

სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ – სადგურის მოედანი 2, მე-3 სართული;

სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ – ც. დადიანის 7, მე-2 სართული.

დრო: 13:00–18:00.

გამოფენა-გაყიდვა გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

მონაწილეები იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროგრამებში ჩართული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ბაზაზე მოქმედი სოციალური საწარმოების ბენეფიციარები.

დაგხვდებათ მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქტები: აქსესუარები; სამკაულები;  სათამაშოები; დეკორატიული ნივთები და სხვა უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, მათი სოციალური ჩართულობის გაზრდა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

გელით 3 დეკემბერს! ერთად დავუჭიროთ მხარი სოციალურ ინიციატივას და ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთების შეძენით შევუწყოთ ხელი მათ სოციალურ ინტეგრაციას, თვითრეალიზაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.

გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“ გაიმართება 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრებში „თბილისი ცენტრალი“ და „ქარვასლა“.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები