კაია კალასის თქმით, ეს კვირა, შესაძლოა, უკრაინისთვის გადამწყვეტი იყოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აცხადებს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის თვალსაზრისითა და მოახლოებული მოლაპარაკებების სერიის გათვალისწინებით, მომავალი კვირა უკრაინისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.

„ეს შესაძლოა დიპლომატიისთვის გადამწყვეტი კვირა იყოს. გუშინ გავიგეთ, რომ ამერიკაში მოლაპარაკებები რთული, მაგრამ პროდუქტიული იყო“, – ამბობს კალასი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები.

მისივე თქმით, ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები