აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
,,შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში MASHAV-ის ცენტრის დირექტორი გიორგი ჟღენტი და სამინისტროს პოლიტიკისა დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო კეკელიძე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები