გია აბაშიძე: “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება უჩივლოს რეპუტაციაშელახულ BBC-ის ჩვენს ქვეყანაზე შავბნელი “პიარისთვის” სიყალბის ნიაღვარს უნდა ვებრძოლოთ შინ და გარეთ

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება უჩივლოს რეპუტაციაშელახულ BBC-ს ჩვენს ქვეყანაზე შავბნელი “პიარისთვის”; სიყალბის ნიაღვარს უნდა ვებრძოლოთ შინ და გარეთ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ცრუ მედიის იარლიყით სახელგანთქმულმა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი უნდა აგოს ქართველ სამართალდამცველებზე შეთითხნილი პასკვილისთვის.

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება უჩივლოს რეპუტაციაშელახულ BBC-ს ჩვენს ქვეყანაზე შავბნელი “პიარისთვის”; სიყალბის ნიაღვარს უნდა ვებრძოლოთ შინ და გარეთ.
ცრუ ვარაუდებზე და ანგაჟირებულ რადიკალ აქტორებზე აგებული რეპორტაჟი არც ჟურნალისტიკაა და არც სიტყვის თავისუფლება, ეს კლასიკური საბოტაჟია მედიის საფარქვეშ.
საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სკანდალებში გახვეულმა,
აწ უკვე ცრუ მედიის იარლიყით სახელგანთქმულმა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი უნდა აგოს ქართველ სამართალდამცველებზე შეთითხნილი პასკვილისთვის.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები