გიორგი ჩაკვეტაძე: სამწუხაროა, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემა “ბიბისი”, “სიცრუის ფორმულას” და ,,მთის ამბების” დონეზე დაეცა – 0 ფაქტი, 0 არგუმენტაცია, 100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც BBC-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხება.
ჩაკვეტაძე მწუხარებას გამოხატავს, რამდენადაც ცნობილი და ერთ დროს ავტორიტეტული გამოცემა „ფორმულასა“ და „მთის ამბების“ დონეზე დაეცა.
“სამწუხაროა, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემა “ბიბისი”, “სიცრუის ფორმულას” და ,,მთის ამბების” დონეზე დაეცა.
0 ფაქტი;
0 არგუმენტაცია;
100%-იანი დეზინფორმაცია და ცილისწამება”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.