დიმიტრი სამხარაძე BBC-ის სტატიაზე: იდიოტობას გვაბრალებენ

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, გასულ წელს, საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სამხარაძის განცხადებით, BBC საქართველოს ხელისუფლებას “იდიოტობას აბრალებს”.

„BBC ქუთაისში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, “ნიკულინას” ეძახდნენ. ამ ნიკულინას საცოლე ჰყავდა და ჯარში გაწვევამდე დაქორწინებას თავი ვერ მოაბა. წავიდა ჯარში ნიკულინა და საცოლე გაუთხოვდა. ადრე “სეფა” იშლებოდა და იქ ეწყობოდა ხოლმე ქორწილები! გაიგო ნიკულინამ მისი ყოფილი საცოლის ქორწილის დღე, მისამართიც, გამოიპარა ჯარიდან, მოიპარა “Гавновоз-ი”, მიადგა სეფას და შიგნით, მთელი ნაპორით გაუშვა, რა ქორწილი, ჩაიშალა ყველაფერი! BBC-ის ბჟუტურზე გამახსენდა ეს ისტორია! ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით მივუშვებდი აკაცუკებს, სრული ნაპორით, მეთანხმებით? იდიოტობას გვაბრალებენ და ხალხს მაინც გავახარებდით! თან, BBC ასე არ გაფარჩაკდებოდა და ბიოლოგიურ იარაღს მიაწვებოდა“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები