“ნარჩევი სამოქალაქო და მეიასაზოგადოების მიერ “ლელოს” ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს” – პაპუაშვილი

“ნარჩევი სამოქალაქო და მედიასაზოგადოების მიერ “ლელოს” ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს, თავისთავად, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ეს შეშლილი რადიკალები ბრიუსელისთვის ქართველის ეტალონი და მთავარი დასაყრდენი რომ არ იყვნენ. თან, გამოცდილებაც გვკარნახობს, რომ ბრიუსელშიც მოიძებნება ერთი-ორი, ვისგანაც ზუსტად ასეთივე შეშლილ, ტერორისტული ფაქტის აღქმად გარდაქმნის პროცესს უნდა ველოდოთ”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები