მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქს და სამღვდელოებას მიმართავს
მიტროპოლიტი დანიელი (დავით კიკნაძე) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს ეკლესიის სინოდს და სამღვდელოება მიმართავს. “მე საქართველოს მოქალაქე და სასულიერო პირი მიტროპოლიტი დანიელი (დავით კიკნაძე) საჯაროდ ვაცხადებ. რომ არ ვიმყოფები საქართველოს ესლესიისა და საპატრიარქოს იურისდიქციაში, არ ვარ საქართველოს ეკლესიის წევრი და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი! ჩევ პატივს მივაგებთ მის ღირსებას და დიდი ავტორიტეტს, და მის საჭედმპყრობელს, ეს ჩვენი ვალდებულებაცაა!! მიმდინარეობს ჩემი პიროვნებისა და ჩემი გვერდში მდგომების დევნა შეურაცხყოფა და კომპრომენტირება საქართველოს ეკლესიის და საპატრიარქოს მტრების მიერ, ეწევიან ჩვენ ყოველდღიურ ლანძღვას ყოველგვარი მეთოდით და მათ შორის ,,facebook”-ის გვერდების მეშვეობით რა დანაშაულია. კატეგორიულად მოვითხოვ აკრძალეთ ჩემი პიროვნების ლანძღვა, დევნა, მუქარა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, მე არ ვარ საქართველოს მტერი მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის მტერი ამას ჩემი განვლილი ცხოვრება და აწ მყო ამტკიცებს!!!! არსად არ მოიძებნება ჩემს მიერ რაიმე დაწერილი და გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი და აუგი მასალები საქართველოს ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ ეს არ ყოფილა არ არის და არც იქნება!!! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პატრიარქის დაუძინებელო მტრებო რაც არ უნდა მოიმოქმედოთ რაცარ უნდა დადოთ და გამოქვეყნოთ ვერ ეღირსებით რომ მე კალამი ამაღებინოთ ხელში ჩემი მშობლიური ეკლესიის საწინააღმდეგოდ!! როგორც არ უნდა გაილაშქროთ და ეცადოთ ეს არ მოხდება ჩემი მხრიდან, ჩემს მშობლიურ ეკლესიას უდიდესი მადლის მქონეს და წმიდათა წმიდას ვერავინ შეურაცხყობს და ხელყოფს ეს იცოდეთ!! საქართველოში მყოფო და არსებულო ქართული ეკლესიის მტრებო მინდა, რომ იცოდეთ საქართველოს ეკლესიას და მის დიდებასა და ღირსებას ჩრდილს ვერ მიაყენებთ ვრაფერს დააკლებთ რადგან უფალი იცავს მას იქ სადაც უფალია მზაკვრობა და მტრობა ვერაფერს გახდება იფიქრეთ სული განიწმიდოთ და შეიგნოთ ეს! ჩემთვის სანატრელი და საყვარელია ჩემი მშობლიური ეკლესია სადაც დღემდე მიიწევს ჩემი სული ის ჩემი დედა ეკლესიაა, და შიგ მყოფმა მტრებმა ერისა და ეკლესიის მტრება ჩემთვის დახშეს და დაკეტეს ეკლესიის კარი და მე გამომაცხადეს მის დაუძინებელ მტრად რაც დიდი სიცრუეა და ცილისწამება! მე არ ვარ და არ ვიქნები ჩემი დედა ეკლესიის მტერი, ჩემი მშობელი ეკლესიის მტერი. საქართველოს მტერი “ენის მამულისა და საწმუნოების” მტერი თუ ვინმეს გწამთ ღმერთის არსებობა და გაქვთ შიში უფლისა მან იცის ჩემი სიმართლე და ჭეშმარიტება რომ მე არ ვარ მტერი ჩემი მშობელი ეკლესიისა! ნებისმიერმა ადამიანმა მომეცით და დადევით დამამტკიცებელი რამე სად ნახეთ სადაც მე აუგად მოვიხსენიე საქართველოს პატრიარქი, სინოდი და ნებისმიერი სასულიერო პირი!!?? ასეთ რამეს ადგილი არ ქონია ჩემი მხრიდან არც აქვს და არც იქნება!!!!! ამიტომ ტყუილად ხარჯავთ დროს ბოროტებაში და უკეთურებაში!! არც მე და არც ჩემს გვერდით მყოფნი არ ვართ ეკლესიის და პატრიარქის მტრები, მტრები არიან ისინი ვინც ეძებენ გზებს საქართველოს ეკლესიისა და საპატრიარქოს ტახტის ძირის გამოსათხრელად, ჩვენგან ხელები ძალიან შორს. შერისხული იყოს მამის, ძისა და სილიწმიდის სახელით ყველა ბოროტების მოტრფიალე, საქართველოს ეკლესიისა და საპატრიარქოს მტრები, ,,ენის მამულისა და სარწმუნოების” მტრები და ქრისტეს დიდების მტრები. ამინ! ამინ! ამინ! წერილი საჯაროა და გავრცელებას ექვემდებარება. ქედმოხრითა და პატივისცემთ საქართველოსა და ეკლესიისადმი, ჩემი მამულიშვილებისადმი და საქართველო ეკლესიის საჭედმპყრობლისადმი. მიტროპოლიტი დანიელი (დავით კიკნაძე)”, – ნათქვამია მიმართვის წერილში.