სტივ უიტკოფი მოსკოვში მიემგზავრება

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ირგვლივ მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში გაემგზავრება,- ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

მედიის ცნობით, მისი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში, ფლორიდაში უიტკოფის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და ჯარედ კუშნერის მაღალი რანგის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა.

რუბიომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.

“აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა ხარისხით კონტაქტზე იყვნენ რუსულ მხარესთან, თუმცა,; ჩვენ მათი შეხედულებების შესახებაც საკმაოდ კარგად გვესმის”,- თქვა მან.

სავარაუდოდ, ტრამპის წარმომადგენელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

გაურკვეველია, თან ახლავს თუ არა კუშნერი უიტკოფს რუსეთში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მის სიძეს შეეძლო სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად გამგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები