შავ ზღვაში, თურქეთის სრუტესთან ახლოს, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი იწვის. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა.
რუსული გამოცემა „იზვესტია“ თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერ „კაიროსზე“ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც გემზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
„ჩვენეკიპაჟის 25-ვე წევრისუსაფრთხო ევაკუირება მოვახდინეთ და ისინი ნაპირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადავიყვანეთ. დაშავებულები ან გარდაცვლილები არ დაფიქსირებულა“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპარტამენტმა.
სავარაუდოდ, გემის ეკიპაჟი ძირითადად ჩინელებისგან შედგებოდა, ბორტზე რუსები არ იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი VIRAT იწვის.
„ინციდენტის მიზეზი ჩვენთვის უცნობია. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ავარიის მიზეზი შეჯახება ან, შესაძლოა, აფეთქება გახდა“, – განაცხადეს თურქმა ოფიციალურმა პირებმა.
„როიტერის“ ცნობით, ორივე ტანკერი სანქციების სიაშია.