დავით ქართველიშვილი: ზელენსკის პოლიტიკური „დედა აღარ ჰყავს” და მას ვერც „მამა” მერცი უშველის და ვერც „დედინაცვალი” ურსულა
მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და პროკურატურა სამთავრობო კვარტალში, ანდრეი ერმაკთან ჩხრეკას ატარებს პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ НАБУ – ამერიკული სტრუქტურა უკრაინის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფება და მისი პოლიტიკის გატარებას უძღვება უკრაინულ პოლიტიკურ ველზე.
„Поезд дальше не идёт. Просьба освободить вагоны”. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქმნიდა НАБУ-ს ის ალბათ თვლიდა (ნაცმოძრაობისა არ იყოს) რომ „მუდმივად იქნებოდა”. დღეს ეს ამერიკული სტრუქტურა უკრაინის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფება და მისი პოლიტიკის გატარებას უძღვება უკრაინულ პოლიტიკურ ველზე. ამიტომ – ზელენსკის პოლიტიკური „დედა აღარ ჰყავს” და მას ვერც „მამა” მერცი უშველის და ვერც „დედინაცვალი” ურსულა. აი ეხლა კი, კინოს დასრულებამდე მხოლოდ ფინალური ტიტრები რჩება. „შენ კარტები არ გიჭირავს ხელში,” – აკი გააფრთხილა შულერი იმ ბრძენმა კაცმა…” – წერს დავით ქართველიშვილი.