დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურ ვებ გვერდზე m OFSI-ის (ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისი) გამოცემულ გენერალურ ლიცენზიას აქვეყნებს, რომლითაც ბრიტანეთი უფლებას აძლევს ლეგალურად გაგრძელდეს ბიზნეს ოპერაციები Lukoil International Entities-თან.
დოკუმენტის მიხედვით, ლიცენზიაში გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში პირი შეძლებს გააგრძელოს ბიზნეს ოპერაციები, თუ ტრანზაქციები Lukoil International-თან და მის შვილობილ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
გენერალური ლიცენზია, რომელიც ხუთშაბათს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალაში შედის 2025 წლის 27 ნოემბრიდან და სრულდება 2026 წლის 26 თებერვალს.