ირაკლი ხელაძე – ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: რაზეც გვსაყვედურობდნენ გარკვეული პერიოდის წინ, დღეს უკვე იმის განხორციელება თვითონ დაიწყეს
“რაზეც გვსაყვედურობდნენ გარკვეული პერიოდის წინ, რასაც უწოდებდნენ არადემოკრატიულს, რუსულს დღეს უკვე იმის განხორციელება თვითონ დაიწყეს,” – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. რაზეც გვსაყვედურობდნენ გარკვეული პერიოდის წინ, რასაც უწოდებდნენ არადემოკრატიულს, რუსულს დღეს უკვე იმის განხორციელება თვითონ დაიწყეს. ეს არის იმ პოლიტიკური ფარსის ნაწილი, რასაც ამდენი წელია ქართული საზოგადოება უყურებს“, – აღნიშნავს ხელაძე.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.