ვოლსკი – ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებაზე: გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო მიღებული და შეაჩერეს, ვინაიდან ეს იყო დავის თემა, რომელიც წარმოიშვა, როგორც სტრატეგიული გეგმა

“გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო მიღებული და შეაჩერეს, ვინაიდან სწორედ ეს იყო დავის თემა, რომელიც წარმოიშვა, როგორც სტრატეგიული გეგმა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს და ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებას ეხმაურება.

„მაშინ შეაჩერეს ეს გადაწყვეტილება თუმცა ფაქტია, რომ ამ ტურბულენტურ სამყაროში ევროპაც იცავს თავის თავს, მათ შორის, იცავს მავნე გავლენებისგან, რომელიც შეიძლება, მესამე მხარეს, მესამე მხარეს გააჩნდეს. ჩვენთან დავა ამ საკითხზე არის დაკავშირებული კონკრეტულ მიზანთან, რომ საქართველოში შეირყეს სიტუაცია და დესტაბილიზაციამ გამოიწვიოს მთავრობის ცვლილება. მათ შორის, ძალადობრივი გზით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები