“დღეს ევროკავშირი საუბრობს ზუსტად ანალოგიური რიტორიკით, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება” – ლევან მაჭავარიანი

“ორმაგ სტანდარტზე საუბარი ზედმეტია, ეს ასმაგი სტანდარტი არის და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელიც შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი ე.წ. რუსული კანონით, დღეს უკვე მათი აბსოლუტური უმრავლესობაც ხვდება, რომ ეს იყო რაღაც აფიორა, რომელშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობა მიაღებინეს ჩვენს მოქალაქეებს და აპროტესტებინეს თეთრი, შავის მაგივრად”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

კერძოდ, მაჭავარიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.

“დღეს ევროკავშირი საუბრობს ზუსტად ანალოგიური რიტორიკით, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება, მადლობა ღმერთს, რომ მათაც აღიარეს, გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება. შესაბამისად, რა კანონიც ჩვენ მივიღეთ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა, დღეს თვითონ ევროკავშირი ადასტურებს იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი უსაფრთხოების დასაცავად. შესაბამისად, უკვე ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენი მხრიდანაც, ეს იყო უალტერნატივო ნაბიჯი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები