გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთთან ომი უკრაინის კაპიტულაციით არ უნდა დასრულდეს

ინტენსიური სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობა კაპიტულაციის გზით არ უნდა იყოს მიღწეული.

ბორის პისტორიუსის თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინა იძულებული არ უნდა იყოს, რომ ცალმხრივ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანას მომავალში საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს.

მანვე დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა ძლიერი შეიარაღებული ძალები და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან. გარდა ამისა, პისტორიუსმა განაცხადა, რომ არაფერი, რაც გავლენას ახდენს ევროპული სახელმწიფოების, ნატოს ან ევროკავშირის მომავალზე, არ უნდა იყოს „განხილული ან გადაწყვეტილი ჩვენს თავზე“.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ჩვენს მომავალს. და უკრაინისთვის არ უნდა იყოს ცრუ მშვიდობა. არ უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციას ნიშნავს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები